Thursday, January 24, 2013


ნიკოტინის მავნებლობა

                                   ნიკოტინი

    ნიკოტინი-თამბაქო,ერთი შეხედვით, ლამაზი და უწყინარი მცენარეა,თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ,ყოველ 8 წამში ერთ ადამინას კლავს.
    ნიკოტინი წარმოადგენს მასტიმულირებულ ნივთიერებას,რომელიც თავის ტვინი უჯრედებს ააქტივებს და მსუბუქ ეიფორიას იწვევს.ამას გარდა, თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედებამდე აღწევს.
     თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი.ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმსი და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია ამ დროს ირგვლივ მყოფი ადამიანები ხდებია პასიური მწეველები რაც უკვე ავღნისნეთ, რომ უფრო საშიშია. 





 თამბაქოს მოწევა იწვევს უამრავ დაავადებას:ქრონიკულ ბრონქიტს,ფილტვების კიბოს,კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს,ინფაქტს,გულისა და ტვინის სისხლძარღვების უანრავ დაავადებას,პირის ღრუს,ხახის,საყლაპავი მილის,შარდის ბუშტის,თირკმლების,ყელისა და მკერდის კობოს.


                                           რატომ იწყებს ადამიანი მოწევას?





ამ კითხვაზე პასუხი მრავალგავარია,მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს,რათა მთელ ქვეყანას დაანახოს,რომ უკვე დიდია და ამ ჯესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს.ხშირად სიგარეტის კვამლში გახვეული მწეველი წამიერ სიამოვნებას განიცდის და მცირე ხნით ივიწყებს გარშემო არსებულ პრობლემებს.აქედან გამომდინარე პასუხი კითხვაზე თუ რატომ იწყებს ადამიანი მოწევას სხვადასხვაა და ზოგჯერ გაურკვეველიც.


   მლოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა.ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა.










   ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,მოწევით განპირობებული დაავადებებიტ ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება.თუ არაფერი შეიცვალა,20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა.

 სიგარეტის მავნებლობაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩება. ყველა მწეველმა უნდა შეიგნოს, რომ თამბაქოს მოწევა ნაადრევად აბერებს ორგანიზმს და სიკვდილთან აახლოვებს. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე არ უნდოდეს. გიღირთ მწეველებო სიცოცხლის ფასად ის 5-10 წუთიანი გაბრუება - "სიამოვნება", რომელსაც ვეღარ აღწევთ თავს? ის 5-10 წუთი არის დრო, რომელსაც სიგარეტი ახმარს თქვენი ორგანიზმიდან სასიცოცხლო ენერგიის წართმევას. გახსოვდეთ, რომ თითოეული სიგარეტის მოწევის შედეგად თქვენ ჩამოგეჭრებათ სიცოცხლიდან 5-10 წუთი...



                         

აშშ-ში თამბაქოს საწინააგმდეგო მკაცრი  კანონი მიიგეს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თამბაქოს საწინააღმდეგო კანონს მოაწერა ხელი.  რომელიც სიგარეტის მწარმოებლებს  მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას  თამბაქოს საწინაღმდეგო კანონი კონგრესმა ივნისის დასაწყისში მიიღო და ახლა უკვე ის პრეზიდემტმა დაამტკიცა.თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა ,რომ ლობისტების ძალისხმევის მიუხედავად თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი მაინც მიიღეს ,რომელიც ამერიკის ახალგაზრდა თაობას ამ მავნე ჩვევისგან დაიცავს, ასეთი კანონი ჩვენს ქვეყანასაც სჭირდება რომელიც სამჭუხაროდ არ არის მიღებული ..იმედია მომავალში მიიღებენ ამ კანონს..........




No comments:

Post a Comment